22:45 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (54)
67 0 0

გიორგი გახარიამ ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი სისტემური პრობლემის აღმოფხვრას დაეთმობა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ზამთრის კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი სისტემური პრობლემის აღმოფხვრას დაეთმობა, რათა მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.

„წლის დასაწყისში, სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე. იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების კუთხით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები – როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები", – განაცხადა პრემიერმა.

ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა ახალი წლის დღეებში გაჩნდა. გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა 31 დეკემბრის ღამით გაჩნდა, ბაკურიანში კი 1 იანვრის ღამით.

გუდაურში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა, რის შედეგადაც აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. თუმცა, ტურისტული ობიექტების ადგილობრივი მეპატრონეების განცხადებით, წყალი მათ მაინც შეფერხებით – დილით და საღამოს მიეწოდებათ.

რაც შეეხება ბაკურიანს, აქ წყალმომარაგება ჯერ კიდევ სრულად არ აღდგენილა, კვლავ რჩება რამდენიმე სასტუმრო და რესტორანი, რომლებიც უწყლობის გამო სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ და ყოველდღიურად კარგავენ დამსვენებლებს.

ექსპერტები ზამთრის კურორტების წყალმომარაგების პრობლემის ძირითად მიზეზად ნალექების მცირე რაოდენობას ასახელებენ.

მცირე თოვლის გამო გუდაურში ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაც გადაიდო.

თემები:
საქართველოს მთავრობა (54)

მთავარი თემები