20:59 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1015)
82 0 0

დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც ირანში კატასტროფა განიცადა, საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც გამოცემა Sky News ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა – 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი. ყველა მათგანი დაიღუპა.

„ამ დროისთვის ასეთი ინფორმაცია გვაქვს: ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ", – განაცხადა სააგენტოსთან საგარეო უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.

უკრაინული ლაინერი Boeing 737 თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა. თეირანის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის აალება გახდა.

არსებული მონაცემებით, თვითმფრინავი კიევში მიფრინავდა. Boeing 737 აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1015)

მთავარი თემები