საქართველოს პრეზიდენტი თეირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინული ლაინერი Boeing 737 თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის აალება გახდა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს Twitter-ის საკუთარ გვერდზე თანაგრძნობა გამოუცხადა.

 Boeing 737 ავიაკატასტროფა განიცადა - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას სამძიმარს უცხადებს

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ლაინერის ყველა მგზავრი დაიღუპა. როგორც გამოცემა Sky News ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა – 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი.

„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ავიახაზების ავიაკატასტროფას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს", – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დგინდება, იმყოფებოდნენ თუ არა მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეები.

უკრაინული ლაინერი Boeing 737 თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა. თეირანის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის აალება გახდა.

არსებული მონაცემებით, თვითმფრინავი კიევში მიფრინავდა. Boeing 737 აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა.

ყველა ახალი ამბავი
0