06:21 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
240 0 0

წინა რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ქვეყნებს კიდევ ორი სახელმწიფო მიემატა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველომ, „გლობალური რეიტინგი 2020“-ის თანახმად, პასპორტების ინდექსში 53-ე ადგილი დაიკავა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 227-დან 116 ქვეყანაში შეუძლიათ, აღნიშნულია შვეიცარიული კონსალტინგური კომპანიის Henley&Partners ვებ-გვერდზე.

წინა წელთან შედარებით, საქართველო ინდექსში ორი პოზიციით დაქვეითდა. კვლევის მონაცემებით, წინა რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ქვეყნებს კიდევ ორი სახელმწიფო დაემატა.

ნუსხას სათავეში უდგას იაპონია, რომლის მოქალაქეებსაც 191 სახელმწიფოში შეუძლიათ შესვლა. მას მოსდევენ სინგაპური (190), გერმანია და სამხრეთ კორეა (ორივე - 189).

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რუსეთი განთავსდა 51-ე ადგილზე (118), თურქეთი – 55-ე ადგილზე (111), აზერბაიჯანი – 76-ე ადგილზე (67), სომხეთი – 81-ე ადგილზე (62).

რეიტინგის აუტსაიდერები არიან ავღანეთი (26), ერაყი (28) და სირია (29).

საქართველოს პასპორტი ძლიერდება: ვიზებს კიდევ ორი ქვეყანა აუქმებს>>

კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

მთავარი თემები