06:41 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (69)
62 0 0

სამთო-სათხილამურო კურორტზე წყალმომარაგების სისტემა მწყობრშია, წყლის პრობლემა გადაჭრილია - ტურისტებს სათხილამურო ტრასებზე დაბრუნება შეუძლიათ

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. გუდაურში „რედკოს დასახლებაში“ სამი დღის შემდეგ წყალმომარაგება აღდგა, ნათქვამია „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ Facebook-გვერდზე.

„რედკოს დასახლება“ გუდაურის ერთადერთი რაიონი იყო, რომელიც ბოლო დრომდე უწყლოდ რჩებოდა.

დამსვენებლები მასობრივად ტოვებენ სასტუმროებს: რა ხდება გუდაურსა და ბაკურიანში >>

„გუდაურში სამდღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად პრობლემა აღმოფხვრილია და „რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგება სრულად გუში 23:00-დან აღუდგა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყალმომარაგებაში შექმნილი შეფერხების მიზეზად კომპანია მშრალი ამინდის გამო წყლის მარაგის შემცირებასა და წყლის მოხმარების გაზრდის გამო რეზერვუარებში წნევის ვარდნას ასახელებს.

წყალმომარაგების აღდგენამდე რაიონში წყალი მანქანებით მიეწოდებოდა.

ამავე დროს კომპანია იუწყება, რომ წელს დაიწყება წყალმომარაგების სისტემის სრული რემონტი, რისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 50 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, რათა მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნას.

საქართველოს ორი ზამთრის კურორტი - გუდაური და ბაკურიანი საახალწლოდ უწყლოდ დარჩა. წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანში მესამე დღეს გადაიჭრა, რაც შეეხება გუდაურს, იქ ბოლო დრომდე შეფერხებები იყო. ამის გამო ბევრი ტურისტი იძულებული იყო დაეტოვებინა კურორტი.

სიტუაციით დაინტერესდნენ საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების ეროვნული კომისია, რომლებიც საქმის მასალებს შეისწავლიან და დასკვნას წარმოადგენენ.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (69)

მთავარი თემები