23:06 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2065 0 0

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ,  პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ტარდება და ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგება ხვალისთვის აღდგება.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik.  ზამთრის კურორტ გუდაურსა და ბაკურიანში ამ დრომდე პრობლემურია წყალმომარაგება.

გავრცელებული ინფორმაციით,  წყლის პრობლემა ზამთრის კურორტებზე მეოთხე დღეა არსებობს. შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე დამსვენებლები. 

როგორც „Sputnik – საქართველოსთან“ ბაკურიანის ერთ–ერთი სასტუმროს თანამშრომელმა განაცხადა,  მდგომარეობა გაუსაძლისია:

„ჩვენ რაც გვქონდა წყლის რეზერვუზრები მთლიანად ამოვწურეთ. ახლა წყალს მაღაზიაში ვყიდულობთ და იქაც მარაგი აღარ არის. გაუსაძლისი მდგომარეობაა სასტუმროს ნომრებში. უკმაყოფილო ტურისტები თანხას ითხოვენ და მიდიან. დამსვენებლები მასობრივად გადიან კურორტიდან“, – აღნიშნა სასტუმროს წარმომადგენელმა.

მოარული ხმებით, მცირე თოვლის გამო, კურორტის ხელოვნური დათოვლიანება იგეგმება, რის გამოც ბაკურიანს წყლის მიწოდება შეუწყდა.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ,  პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ტარდება და ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგება ხვალისთვის აღდგება.

მთავარი თემები