ტალინის ცენტრში ქართული სკვერი გაიხსნა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტალინი
ტალინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთის დედაქალაქის ცენტრში შესაძლებელია დასვენება სკამებზე, რომლებსაც აქვს წარწერა „თბილისი" – ტალინში ახალი სკვერი გაიხსნა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ტალინის ცენტრში გაიხსნა სკვერი „რაუას მწვანე სივრცე", რომელიც ქართულ სტილშია გაფორმებული, ნათქვამია ქართული დიპლომატიური მისიის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

სკვერის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ტალინის მერი მიხაილ კილვარტი და საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი.

სკვერი გააფორმა ესტონელმა ლანდშაფტის არქიტექტორმა ტიინა ტუულიკმა.

სკვერის ტერიტორიაზე არის მემორიალური დაფა, რომელიც ესტონეთში საქართველოს პირველ საელჩოს ეძღვნება. საელჩო იქ 1920-1921 წლებში იყო განთავსებული. ქართული დიპლომატიის კერა ესტონეთში ერთ-ერთ სასტუმროში იყო, რომელიც ტალინის დაბომბვის დროს, 1944 წლის მარტში დაინგრა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
რატომ გადაუხადა ვიზიტის წინ ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა

ბაღის ცენტრში განთავსებულია მოედანი ბორჯღალის ილუსტრაციით, რომელიც ღია და მუქი წითელი ფერის ქვებითაა მოპირკეთებული.

სკვერში ასევე შეხვდებით მცირე ზომის ბუჩქების რიგებს ქართული ვენახების სიმბოლოდ. ბორჯღალის ირგვლივ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული სკამები განთავსდა წარწერით "თბილისი".

ესტონეთში მემორიალური დაფის გახსნისა და ქართული დიზაინის ბაღის დაარსების ინიციატივა საქართველოს საელჩოს ეკუთვნის, რაც საელჩოს ძალისხმევით, ტალინის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისივე მხარდაჭერით, ასევე თბილისის მერიის თანადგომით განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0