რატომ გადაუხადა ვიზიტის წინ ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში თავის კოლეგა კერსტი კალიულაიდთან შეხვედრას გამართავს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 16 მაისს ეწვევა, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი შეხვედრას გამართავს ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან. დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. 

მგზავრები - Sputnik საქართველო
„მგზავრები" ლატვიაში კონცერტს გამართავენ

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს გამათავისუფლებელ ომში გამარჯვების მონუმენტს, შემდეგ კი ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) სპიკერთან გამართავს შეხვედრას, იუწყება „Sputnik–ესტონეთი“.

მოგვიანებით ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. დღის ბოლოს კი იგი დაესწრება კერსტი კალიულაიდის მიერ გამართულ ვახშამს.

ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ტელისკივის შემოქმედებით ქალაქს და სტენბოკის სახლს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იური რატასთან გამართავს შეხვედრას.

ზურაბიშვილი ასევე ეწვევა ელექტრონული ესტონეთის შოურუმს და ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრს. საღამოს სიტყვით გამოვა ლენარტ მერის კონფერენციის გაცნობითი ხასიათის დისკუსიაზე. 

ქართულ-ლატვიური ეკონომიკური ფორუმი მცხეთაში - Sputnik საქართველო
რა აინტერესებთ ლატვიელ ბიზნესმენებს საქართველოში

ადრე ზურაბიშვილმა კალიულაიდთან სატელეფონო საუბრისას კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მან საქართველო ახსენა და მას მყარი მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კალიულაიდი ყველა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია.

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროებში.

ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 2019 წელს 2,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ამ პერიოდში შეადგინა 2,8 მლრდ დოლარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0