14:32 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი საქართველოში ჯერ კიდევ საკამათოა, ამასობაში კი ნარკომომხმარებელთა რიცხვი იზრდება და მათი მკურნალობა სასურველ ეფექტს არ იძლევა

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ბოლო კვლევებით, საქართველოში  60 ათასი ადამიანი ინექციურ ნარკოტიკებს მოიხმარს, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

„იაფი ნარკოტიკი - გამოწვევაა საქართველოსთვის“ - ექსპერტმა ნარკომანიის პრობლემებზე ისაუბრა >>

ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის თქმით, სანამ არ შეიცვლება კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის სფეროში, ვერცერთი შესაბამისი სამსახური ამ სფეროში ნორმალურად ვერ იმუშავებს.

„დღეს ქვეყანაში პრობლემური ნარკოტიკების 60 ათასი მომხმარებელია, ანუ ის, ვინც ნარკოტიკებს ინექციურად მოიხმარს. ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა მეტამფეტამინი და ამფეტამინი, მასობრივად არ მოიხმარდნენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი ალბათ 20-25 პროცენტით გაიზარდა“, - განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, თვეში 40 ადამიანს ნარკოტიკებისგან დეტოქსიკაცია უტარდება, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. ეს სულ რაღაც 500 ადამიანია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მკურნალობის ეფექტი 5-15%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიას, მას საქართველოში 13 ათასი ადამიანი გადის, აღნიშნა სიხარულიძემ.

საქართველოში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ, მაგრამ ყველაზე მწვავედ ეს საკითხი წამოიჭრა გასული წლის 12-13 მაისის საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ახალგაზრდებმა თბილისის ცენტრში მოაწყეს. ამას წინ უძღოდა ნარკომოვაჭრეების დაკავების სპეცოპერაცია და ჩხრეკები თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში, მათ შორის Bassiani-სა и Cafe Gallery-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ავტორიტეტული ოპოზიციური პარტია, ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური მოღვაწეები და ლიბერალურად განწყობილი მოსახლეობა ნარკოტიკის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ემხრობა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კონსერვატორები კატეგორიულად წინააღმდეგ გამოდიან.

რამდენი ნარკომანია საქართველოში >>

მმართველ პარტიაში სადაო საგნად რჩება ისიც, თუ რა რაოდენობის ნარკოტიკი შეიძლება ჩაითვალოს პირადი მოხმარების დოზად, და რამდენი - სარეალიზაციოდ განკუთვნილ რაოდენობად.

დღეისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმებულია პატიმრობა 70 გრამი გამომშრალი მარიხუანას და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას მოხმარება-შენახვა-შეძენისთვის, ასევე პირადი სარგებლობისთვის მისი დამზადების გამო.

მთავარი თემები