რამდენი ნარკომანია საქართველოში

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოლოგ ზაზა გუნცაძის თქმით, საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ნარკოდამოკიდებულია

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ოფიციალურად 200 ათასი ნარკომომხმარებელია დარეგისტირებული, რომლებიც სხვადასხვა პროგრამაში არიან ჩართული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნარკოლოგ ზაზა გუნცაძის თქმით, ეს მაჩვენებელი ძალიან დიდი ციფრია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიც საქართველოა.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
„სააფთიაქო ნარკომანია": რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე დააკავეს

„წარმოიდგინეთ, ყოველი მეთერთმეტე არის ნარკოდამოკიდებული. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება და ასევე აუცილებელია სკოლის მერხიდანვე საზოგადოების, ოჯახის, პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობა, რათა ახალგაზრდები სრულფასოვნად აღიზარდონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ“ - განმარტავს გუნცაძე.

საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა არსებობს, მათ შორის „მეტადონით“ ნარკოტიკების შეცვლის მეთოდი. ამ პროგრამაში ნარკომანთა 11,5% ირიცხება. ამ პროგრამით შეიძლება ისარგებლონ ნარკომანებმა, რომლებიც დამოკიდებულების მოცილებას პირველად ცდილობენ, აივ-ინფიცირებულებმა, 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებმა და სოციალუირად დაუცველებმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0