22:12 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1475)
12001

სტუდენტები ამტკიცებენ, რომ მათ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გამოცდების დაწყებამდე ათი დღით ადრე გაიგეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდებზე ფასის დაწესებას აპროტესტებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2 დეკემბრის დადგენილების თანახმად, რეზიდენტურაში ჩასაბარებელ გამოცდაზე  გასასვლელად სტუდენტმა 80 ლარი უნდა გადაიხადოს, სასერტიფიკაციო გამოცდისთვის კი, რომელიც რეზიდენტურის დასრულების დამამტკიცებელია – 120 ლარი.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და განმარტებას მოითხოვენ. მათი სიტყვებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ გამოცდების დაწყებამდე ათი დღით ადრე გაიგეს. 

სტუდენტების საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებისთვის გამოცდის საფასურის გადახდის მზადყოფნის თაობაზე განცხადება გააკეთა.

უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტებმა აღნიშნული სიახლის შესახებ გამოცდების დაწყებამდე ათი დღით ადრე გაიგეს, უნივერსიტეტი საკუთარ თავზე იღებს ამ ტვირთს და სტუდენტების მიმართვის შემთხვევაში გამოცდის საფასურს გადაიხდის.

„რა თქმა უნდა, პროტესტი მათი უფლებაა, ყველანაირ სიახლეს აქვს კრიტიკული მიდგომა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, როდესაც გადასახადი წესდება. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ განათლების მინისტრთან, შევედით წინადადებით, რაზეც ისინი წამოვიდნენ. გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ კურსდამთავრებულებს“, – განაცხადა ვადაჭკორიამ.

მისი სიტყვებით, პირველი, რაც სამედიცინო უნივერსიტეტმა გააკეთა, გამოცდის ღირებულება 80-დან 40 ლარამდე შეამცირა.

„არ არის ქვეყანა, სადაც გამოცდები უფასოა. თუ დიდხანს შევინარჩუნებდით, კარგი იქნებოდა, თუმცა მოხდა ასე. ამიტომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მზად არის, თუ კურსდამთავრებულებისთვის მძიმე იქნება ამ თანხის გადახდა, მოგვმართონ და თანხის მეორე ნახევარსაც გადავიხდით“, – განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

გუშინ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. თავიდან ისინი რეზიდენტურისთვის რეგისტრაციის თავიდან გავლას აპროტესტებდნენ, შემდეგ კი შეიტყვეს, რომ გამოცდა ფასიანი გახდა.

თემები:
თბილისი დღეს (1475)

მთავარი თემები