PISA: საქართველოში სკოლის მოსწავლეების წიგნიერების დონე დაბალია

© photo : City Hall of Senaki Municipality / FBქართველი სკოლის მოსწავლეების გუნდი Smart Kids
ქართველი სკოლის მოსწავლეების გუნდი Smart Kids - Sputnik საქართველო
გამოწერა
PISA-ს კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები წერა-კითხვის ნაკლებად მცოდნენი გახდნენ, თუმცა, ამავე დროს, ათი წლის წინანდელთან შედარებით, გაძლიერდნენ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სახეზეა ქართველი სკოლის მოსწავლეების პრობლემები წიგნიერების კუთხით, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ კვლევის შედეგების შეჯამებისას.

საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეების შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018-ის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) წარმოადგინა. PISA 2018-ის შედეგების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, კვლევები შეაჯამა და გააანალიზა სოფიო გორგოძემ.

„პრობლემები გვაქვს წიგნიერების კომპონენტში, თუმცა გენდერული განსხვავებები კითხვაში გოგონებსა და ბიჭებს შორის წინა წლებთან შედარებით 60 ქულიდან 38 ქულამდე შემცირდა. PISA 2018-ის შედეგები გვაჩვენებს, რომ ათწლიან პერსპექტივაში საქართველოს აქვს პოზიტიური ტენდენცია – მათემატიკაში 19-ქულიანი, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 10-ქულიანი გაუმჯობესებაა. პოზიტიური ტენდენციები იკვეთება თანასწორობის კუთხითაც, რაც ნიშნავს იმას, რომ დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა უფრო მეტი ნაწილი ახერხებს უკეთესი შედეგების ჩვენებას, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ", – განაცხადა გორგოძემ.

თუ 2015 წლის მონაცემებს 2018 წლის მონაცემებთან შევადარებთ, ქართველი სკოლის მოსწავლეების მონაცემები გაუარესდა. კითხვის მხრივ მოსწავლეებმა დააგროვეს 380 ქულა, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2015 წელს 401 ქულა იყო.

რაც შეეხება მათემატიკის ნაწილს. წელს მაჩვენებელი 398 ქულაა, ხოლო 2015 წელს იყო 404.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
საქართველოში 12 ათასზე მეტი მოსწავლე სკოლაში არ დადის – „საქსტატი"

მაჩვენებლები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის კუთხითაც შემცირდა – 411-დან (2015 წელს) 383-მდე (2018 წელს).

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ისევე, როგორც 2000 და 2009 წლებში, საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის წამყვანი სფერო კითხვა იყო. მოსწავლეებს აფასებენ კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2012 წელს საქართველომ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

PISA 2018-ის ანალიზში ქვეყნის 326 სკოლის 5572 მოსწავლე მონაწილეობდა.

PISA 2018-ის ტესტების შევსების შემდეგ სკოლის მოსწავლეების მიერ მიღებულ ქულებს ადარებენ სხვა ქვეყნების მოსწავლეებისა და ქვეყანაში წინა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს.

გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო 2020 წლიდან მოსწავლეთა შეფასების ახალ მოდელს ნერგავს

PISA 2018-ის კვლევებში მონაწილე 79 ქვეყნიდან 70 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სკოლის მოსწავლეებმა კითხვარი ონლაინ, კომპიუტერების მეშვეობით შეავსეს, ხოლო 9 ქვეყნის წარმომადგენლებმა – ქაღალდზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს ეროვნულ ანგარიშზე, რომელიც გააერთიანებს ამ მონაცემების რეკომენდაციებსა და ანალიზს.

PISA სასწავლო მიღწევების შეფასების დიდი საერთაშორისო პროგრამაა (Programme for International Student Assessment), რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ეგიდით ხორციელდება.

საქართველოს განათლებას ციფრული ტრანსფორმაცია ელოდება>>

PISA-ს საერთაშორისო კვლევების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს 15 წლის მოზარდები. კვლევა აფასებს არა მარტო ცოდნას, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმით, არამედ ასევე იმას, თუ როგორ გამოიყენება ის პრაქტიკაში.

ყველა ახალი ამბავი
0