Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ლა­მა­ზი სიზ­მა­რი დამ­თავ­რდა“ - ქართველი მოდელის ქმარი ჭაში დამხრჩვალი იპოვნეს

© Photo: Tika Sixarulidze / FBთიკა სიხარულიძე
თიკა სიხარულიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო „ნა­ტა­ლის“ პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლია. ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის კა­რი­ე­რა სოფო ჭყო­ნი­ას სა­ა­გენ­ტო „ამ­სა­ში“ და­ი­წყო

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. კი­ევ­ში ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნი ნიკა და­ვი­თაშ­ვი­ლი ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი ნახეს.

ირკვევა, რომ მას ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას ბიზნესი საქართველოში ჰქონდა და უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს. რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, უცნობია. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ნიკა და­ვი­თაშ­ვი­ლი მო­დელ თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძის მე­უღ­ლე იყო. წყვილს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი - ქალ-ვაჟი ჰყავს. 

„ჩემი ლა­მა­ზი სიზ­მა­რი დამ­თავ­რდა“, - წერს თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძე „ფე­ის­ბუ­ქში“. მო­დელს მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი უსამ­ძიმ­რე­ბენ. თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო „ნა­ტა­ლის“ პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლია. ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის კა­რი­ე­რა სოფო ჭყო­ნი­ას სა­ა­გენ­ტო „ამ­სა­ში“ და­ი­წყო, შემ­დეგ კი ფრან­გულ­მა „ფორდ მო­დელსმა“ მი­იწ­ვია სა­მუ­შა­ოდ.

ყველა ახალი ამბავი
0