თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. კიევში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ნიკა დავითაშვილი ჭაში ჩავარდნილი ნახეს.
ირკვევა, რომ მას ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას ბიზნესი საქართველოში ჰქონდა და უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს. რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, უცნობია. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ნიკა დავითაშვილი მოდელ თიკა სიხარულიძის მეუღლე იყო. წყვილს ორი არასრულწლოვანი შვილი - ქალ-ვაჟი ჰყავს.
„ჩემი ლამაზი სიზმარი დამთავრდა“, - წერს თიკა სიხარულიძე „ფეისბუქში“. მოდელს მეგობრები და ახლობლები უსამძიმრებენ. თიკა სიხარულიძე სამოდელო სააგენტო „ნატალის“ პირველი თაობის მოდელია. ქართველი მოდელის კარიერა სოფო ჭყონიას სააგენტო „ამსაში“ დაიწყო, შემდეგ კი ფრანგულმა „ფორდ მოდელსმა“ მიიწვია სამუშაოდ.