09:08 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
გაწმენდითი სამუშაოები გზაზე

ვითარება გზებზე: დიდთოვლობის გამო აკრძალვები დაწესდა

photo: Roads Department of Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (157)
116 0 0

წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აკრძალვა დიდთოვლობის გამო დაწესდა.

ასევე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რაც შეეხება ლახამულა-უშგულის მონაკვეთს (100-186-ე კმ), იქ აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის 1-100-ე კმ (ზუგდიდი - ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (157)

მთავარი თემები