საქართველოში ხვალ გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის პარტიას ელოდებიან

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის ვაქცინაცია
გრიპის ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე ფრანგული „ვაქსიგრიპის" 10-12 ათას დოზას ელოდებიან და მისი სარეალიზაციო ფასი 50 ლარი იქნება.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ოთხკომპონენტიანი პრეპერატით – „ვაქსიგრიპით" აცრა კომერციულ სამედიცინო დაწესებულებებში 27 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

პრეპარატის იმპორტიორი კომპანია „ჯი-პი-სის" ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყანაში ხვალ შემოვა და მისი სარეალიზაციო ფასი 50 ლარი იქნება.

გამყრელიძე: სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანა>>

ამ ეტაპზე „ვაქსიგრიპის" 10-12 ათას დოზას ელოდებიან. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პარტიების შეძენა მოხდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდება, თუ ადამიანს იმ მომენტში ვირუსული დაავადებები არ აქვს. უმჯობესია აცრების შემოდგომაზე გაკეთება – გრიპის სეზონის დაწყებამდე, რომელიც ზამთარში დგება.

გრიპის ეპიდემია ქალაქში - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: რომელი ვირუსებია გავრცელებული საქართველოში

გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპის" 100 ათასი დოზა სახელმწიფომაც შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში, პირველ რიგში კი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. ესენი არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის, აივ-ინფექციის მქონე პირები, ასევე სამედიცინო მუშაკები.

გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.

ოქტომბრის ბოლოს „ჯი-პი-სიმ" 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი" შემოიტანა, რომლის მარაგიც მალევე ამოიწურა. ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა შეიძინა „ავერსმაც", რაც ასევე უკვე გაიხარჯა.

როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები ინფექციებისაგან და ვირუსებისგან>>

გასული წლის დეკემბერ-იანვარში საქართველოში მძვინვარებდა H1N1 ტიპის გრიპის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი". H1N1-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 22-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 100 ათას ადამიანზე დაავადების 104 შემთხვევა იყო. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რაოდენობა 450 ადამიანს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0