გამყრელიძე: სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანა

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ადამიანს იმ მომენტში ვირუსული დაავადება არა აქვს.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ნოემბრის ბოლოდან ვირუსული ინფექციების შემთხვევების გაზრდას ელოდება.

როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად არ ცირკულირებს და, შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: სამი კვირაა ზედამხედველობაზე გადავედით, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდება, თუ ადამიანს ვირუსული დაავადებები არ აქვს. უმჯობესია აცრების შემოდგომაზე გაკეთება – გრიპის სეზონის დაწყებამდე, რომელიც ზამთარში დგება.

„მოგეხსენებათ, ჩვენთან ის აქტივირდება ძირითადად ნოემბრის ბოლოს და დეკემბერის დასაწყისში, პიკზე გადის დეკემბრის ბოლოს და იანვარში. აქედან გამომდინარე, ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში", – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა (ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპი") შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში. პირველ რიგში აიცრებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. ესენი არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის, აივ-ინფექციის მქონე პირები, ასევე სამედიცინო მუშაკები.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო აცრები ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ასევე ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება და სველი წესით ოთახების დასუფთავება.

„მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომებია და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დანარჩენი მოქალაქეებისთვის აცრა ფასიანია და 30-დან 50 ლარამდე ღირს. თუმცა, გასულ წელს გრიპის ეპიდემიის გამო ხელისუფლებამ გრიპის ერთდღიანი ვაქცინაციების ჩატარება გადაწყვიტა. ქვეყანაში H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი), H3N2 და B გრიპები ცირკულირებდა.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0