02:02 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
77 0 0

ახალგაზრდული მოძრაობების აქტივისტები მოითხოვენ, რომ ზურაბიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დასაწყებად შუამავლის როლი იკისროს

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

თავდაპირველად, აქტივისტებმა სცადეს რეზიდენციის შესასვლელის „დაბოქლომება“, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. მათ ეს იმით ახსნეს, რომ ბოქლომები რეზიდენციის იერსახეს დაამახინჯებს.

აქტივისტები მოითხოვენ, რომ ზურაბიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დასაწყებად შუამავლის როლი იკისროს.

აქტივისტები სკანდირებდნენ „გაბედე“ და მათ ეკავათ პლაკატები წარწერებით „ბორკილებით თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ“, „ყველას ვერ დააშინებთ, ყველას ვერ დაიჭერთ“.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მომიტინგე ოპოზიციამ და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას „ბოქლომების ომი“ გამოუცხადეს. თავდაპირველად მათ პარლამენტის ეზოს შესასვლელი „დააბოქლომეს“, შემდეგ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარული სხდომების დარბაზის კარებს დაადო ბოქლომი. შემდეგ გენერალური პროკურატურის და მთავრობის ჯერიც მოვიდა. თუმცა სამთავრობო კანცელარიის ჭიშკრის „დაბოქლომებას“ პოლიციამ შეუშალა ხელი. საბოლოო ჯამში მომიტინგეებმა რამდენიმე ჯაჭვი და ბოქლომი შესასვლელთან ახლოს ღობის გისოსებზე დაკიდეს.

ზურაბიშვილი: „დაპირისპირების დრო არ არის...“ >>

თბილისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. აქციები მას მერე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

 

 

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები