20:22 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (201)
74 0 0

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები უკვე მეოთხედ გაიფიცნენ. ისინი აცხადებენ, რომ ვერაფრით ვერ მიაღწიეს ხელფასების დაგვიანების აღმოფხვრას.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საავიაციო ქარხანა „თბილავიამშენის“ თანამშრომლებმა გაფიცვა განაახლეს – 120 თანამშრომელი მეხუთე დღეა პროტესტს აგრძელებს და ხელფასების დროულ გაცემას მოითხოვს, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ქარხნის თანამშრომელმა თამარ ბუზარიაშვილმა.

„თბილავიამშენის“ თანამშრომლებმა წლის დასაწყისიდან სამჯერ გამართეს საპროტესტო აქცია. თებერვალში მათ ხელფასის 23%-ით გაზრდა მოითხოვეს, სექტემბრის შუა რიცხვებში – წინა თვის ხელფასებისა და პრემიების ჩარიცხვა, ასევე რამდენიმე თვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, სექტემბერის ბოლოს ისინი კვლავ გამოვიდნენ ქუჩაში ხელფასების დაგვიანების მიზეზით. ამჯერად თანამშრომლები კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხელფასების მუდმივი დაგვიანების გამო.

„ჩვენ დაგვპირდნენ, რომ გადახდასთან დაკავშირებით შეფერხებები არ იქნება, მაგრამ ყოველ თვეში ჩვენ ლამის ძალით ვახერხებთ  დამსახურებული ხელფასის მიღებას. 10 ნოემბერი ხელფასების გაცემის ბოლო ვადა იყო, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ფული არ არის“, – განაცხადა ბუზარიაშვილმა. 

ბუზარიაშვილი პროფესიით მღებავია და იგი ავიაქარხანაში 35 წელია მუშაობს. მისი თქმით, ქარხანაში ხელფასები თითქმის ნახევარი წელია დროულად არ გაიცემა.

„ჩვენ, ყველას სესხები გვაქავს, ჩვენ ოჯახები უნდა გამოვკვებოთ. რამდენი ხანი უნდა დაგვცინონ? ჩვენ მოგვატყუეს. თავიდან გვითხრეს, რომ თანხას ჩაგვირიცხავდნენ. ჩვენ მეორე დღეს ბუღალტერიაში დავრეკეთ, იქ კი გვითხრეს, რომ არანაირი თანხა არ არის“, – განაცხადა ქარხნის თანამშრომელმა.

გაფიცულებს მხარს უჭერს პროფკავშირები, რომელიც გეგმავს ავიაქარხნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. რაც შეეხება გაფიცულებს, ისინი იმ დრომდე აპირებენ გაფიცვის გაგრძელებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, განაცხადა თამარ ბუზარიაშვილმა.

„თბილავიამშენის" ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროიდან იწყება. იმ დროიდან მოყოლებული ავიაქარხანამ სხვადასხვა ტიპის 8,5 ათასი სამხედრო თვითმფრინავი გამოუშვა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა.

2010 წლიდან „თბილავიამშენი" სახელმწიფო საკუთრებაა და ძირითადად აწარმოებს და არემონტებს სამხედრო თვითმფრინავებსა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციას.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (201)

მთავარი თემები