სასამართლომ აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირებისას დაკავებულები დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში საპროტესტო აქციები, თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო

თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირებისას დაკავებული ოთხივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გია ხალვაში, რევაზ ხარაზი, ბეგლარ ფუტკარაძე და ალექსანდრე მილორავა 4 დღის წინ, 15 ნოემბერს, ბათუმში,  სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ მათ 1500-1500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა.

დაკავება საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის სასამართლო სხდომა გადაიდო

ბრალდებულებმა პროცესზე პიკეტირების ფაქტი უარყვეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რევაზ ხარაზმა განმარტა, მათ მხოლოდ ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, თანამშრომლებს კი სარგებლობა სხვა შესასვლელებით შეეძლოთ.

სასამართლო პროცესზე მოწმეებად სამი პოლიციელი და ერთი სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიკითხნენ. ასევე აჩვენეს პასუხისგებაში მიცემული პირების დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც.

ბათუმში საპროტესტო აქციები, თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო.

მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0