თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 ადამიანიდან 12-ის სასამართლო სხდომა, რომელიც რამდენიმე საათის წინ უნდა დაწყებული, გადაიდო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
18 ნოემბერს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია დაშალეს. თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
სასამართლო სხდომის გადადება სასამართლოს დარბაზში აქტივისტებმა გააპროტესტეს შეძახილებით „სირცხვილია!" და „მონა!"
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.