Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო“ – ჯამბურია პროდიუსერს დაუპირისპირდა

© Facebook / Tina Jamburiaთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ცნობილ პროდიუსერს დაუპირისპირდა. ჯამბურია იმან გააღიზიანა, რომ მისი სტატუსი „ფეისბუქზე“ დავით იმედაშვილმა გაიზიარა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მომღერალი თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება. საქმე ისაა, რომ პროდიუსერმა თიკა ჯამბურიას პოსტი გაიზიარა, რამაც მომღერლის გაღიზიანება გამოიწვია.

ჯამბურია პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მის მიერ დაწერილ სტატუსზე განმარტებასაც აკეთებს.

„აუ დათო როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემ შეწუხებას არ შეეშვები, თან ამ ბოლო დროს კარგად მაქვს დაცდილი ხალხის გამოაშკარავება. ჩამოყვანილ ხალხს რომ აჩეჩებთ ღამე რუსთაველს და ყიჟინას აწყობთ. ან დაუდექით თქვენც აქ ამ ხალხს და ათენეთ ღამეები ამ კარავში. მარტო სტატუსების წერა და ხალხის დაცინვა რომ შეგიძლია ეგ არის პატარა კაცობის დიდი საბუთი“, – წერს ჯამბურია.

მანამდე მომღერალი წუხდა, რომ გადაკეტილი გზებით დაიღალა, რადგან სახლამდე მისვლა უჭირს და კარგი იქნებოდა აქციები სხვა ლოკაციაზე დაგეგმილიყო და არა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე.

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს - ვიდეო

ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა შესწორებებს კონსტიტუციაში. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა. პარლამენტის წინ სპონტანური აქცია შეიკრიბა, რომელიც საღამოს უკვე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი.

ყველა ახალი ამბავი
0