მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს - ვიდეო

გამოწერა
ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო მოვლენათა ეპიცენტრიდან

შედარებით მცირე საპროტესტო აქცია, რომელიც დილით ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სირცხვილია!“ დაიწყო, საღამოს უფრო მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ქვეყნის კონსტიტუციაში 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კანონპროექტი ჩააგდეს.

საღამოს აქციას შეუერთდა ათასობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები. მომიტინგეებმა გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, რომლებიც ერთმანეთის ოპონენტები არიან წლების განმავლობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0