თბილისის ცენტრში აქციის მონაწილეები იკრიბებიან

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რომელი პარტია შეუერთდება ახალგაზრდების პროტესტს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის მასშტაბები თანდათან იზრდება – აქციის მონაწილეები საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი გადაკეტილია.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება
თბილისის ცენტრში აქციის მონაწილეები იკრიბებიან - Sputnik საქართველო
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყო. მიუხედავად პარტიის ლიდერების თხოვნისა, მათ ხუთშაბათს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა

პარლამენტთან დილიდანვე საპროტესტო აქციას მართავს ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილია", რომელიც ამ ზაფხულს მართავდა აქციებს. მას შემდეგ, რაც ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდა, ოპოზიციამ მომხრეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ახალგაზრდულმა მოძრაობამ პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელა.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ისინი და მთლიანად ხალხი მოატყუა, ამიტომ ისინი აღარ წავლენ მოლაპარაკებებზე და, შესაბამისად, კომპრომისებზე.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება
თბილისის ცენტრში აქციის მონაწილეები იკრიბებიან - Sputnik საქართველო
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

„ჩვენ დავიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და ამ ადამიანებს პოლიტიკურ სანაგვეზე მოვისვრით. თქვენ მიიღებთ მშვიდობიან, სამოქალაქო დაპირისპირებას და ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" მოუწევთ წასვლა", – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აქციები იქნება პერმანენტული და კანონის ფარგლებში.

„ბიძინა ივანიშვილმა ჩაალაგოს ჩემოდნები და ქვეყნის დასატოვებლად მოემზადოს", – განაცხადა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციურ პარტიებს უთანხმოების დავიწყებისკენ მოუწოდა სამადაშვილის თანაპარტიელმა ხატია დეკანოიძემ.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი", – აღნიშნა მან.

უკვე ცნობილია, რომ საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რომელი პარტია შეუერთდება ახალგაზრდების პროტესტს.

ყველა ახალი ამბავი
0