კობახიძე: არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა

© Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველომ პარლამენტმა ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. უნდა მოვემზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ესაა ის დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის კიდევ ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება" დატოვა

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს პარლამენტმა ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა – 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ.

„2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%-იანი ბარიერით და ბლოკებით, შემდეგ 2024 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ესაა მოცემულობა, რომელიც იყო და ძალაში რჩება. ამ სისტემით უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის", – აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს, კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად, არაფერი გამოუვა.

„ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, ესაა რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, იმიტომ რომ მათ ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემდეგ, მათ ეს მუქარები, ბუნებრივია, არ გაუვათ“, – აღნიშნა მან.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.

საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას საპროტესტო აქციები უკვე მოჰყვა. სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" დემონსტრანტები პარლამენტის სამივე შესასვლელის ბლოკირებას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, რომ პარლამენტის შენობა დატოვონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0