„ეს არის ტყუილი...“ – დათო ტურაშვილის შვილი განცხადებას ავრცელებს

© Photo: Anako Turashvili / FBდათო ტურაშვილი და ანაკო ტურაშვილი
დათო ტურაშვილი და ანაკო ტურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის საპრემიერო ჩვენება თბილისსა და ბათუმში მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა კინოთეატრებთან საპროტესტო აქციების ფონზე.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მწერალი დათო ტურაშვილის შვილი ანაკო სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც ამბობს, რომ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ცნობილ მწერალს არ გამოუთქვამს ის აზრი, რომელიც ბოლო დღეებია სხვადასხვა საიტის საშუალებით ვრცელდება.

და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ": შსს-მ ფილმში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

მისი თქმით, სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ეს არის წლების წინ მოყოლილი ამბავი, რომელიც ამ კონკრეტულ ფილმს არ უკავშირდება. 

„ჯინსების თაობა” რეალური ამბავია, რეალური გმირებით, დოკუმენტურ მასალაზე შექმნილი, რატომ უნდა დაუკავშირო მხატვრულ ფილმს? დათომ არ შეცვალა სცენარი, რადგან სცენარი ნამდვილ ამბავზე იყო, რეალური გმირებით. მით უმეტეს, ის არ გამოსულა ახლა და ეს ამბავი არ მოუყოლია, ან დაუწერია სადმე, მით უმეტეს, კი არ შეუდარებია ფილმისათვის „და ჩვენ ვიცეკვეთ”. ხომ უნდა იაზრებდე ადამიანი, რომ ეს ორი თემა ერთმანეთს არ ეკვეთება. თან იყენებენ სხვის მიერ დაწერილი სტატუსის სათაურს, ისე, თითქოს ეს დათოს ეთქვას“, – წერს ანაკო ტურაშვილი და ამბობს, რომ მამას „ფეისბუქი“ საერთოდ არ აქვს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა დათო ტურაშვილის განცხადება სათაურით „წარმატების გამო, ტრა@ი არ უნდა მისცე კაცმა, ასეა ეს“, სადაც მწერალი იხსენებს, თუ რატომ ჩაიშალა „ჰოლივუდის“ ერთ-ერთ ჯგუფთან „ჯინსების თაობის“ სცენარით ფილმის გადაღება. დათო ტურაშვილი ჰყვება, რომ სცენარში მოინდომეს ჩაედოთ, თითქოს „თვითმფრინავის ბიჭებიდან“ რამდენიმე არატრადიციული ორიენტაციის იყო და სწორედ ამ მიზეზთან დაეკავშირებინათ სცენარის ირგვლივ განვითარებული პროცესები.

ბაჩი ვალიშვილი და ნინუცა გაბისონია - Sputnik საქართველო
გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის მსახიობები ქორწინდებიან – ხელის თხოვნის ვიდეო

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო კინოჩვენება თბილისსა და ბათუმში მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა კინოთეატრებთან ბიზნესმენ ლევან ვასაძის, რომელიც ქვეყანაში მორალის დამცველად გვევლინება, და მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის მომხრეებისა და მღვდელმსახურების საპროტესტო აქციების ფონზე.

თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე არსებულ კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით აგრესიულად განწყობილი მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა გამო რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თბილისში დააკავეს 25 ადამიანი, ბათუმში – სამი. გარდა ამისა, სამართალდამცველები მუშაობენ იმ პირთა დადგენაზე, რომლებიც კინოთეატრებში ნაღმების არსებობის თაობაზე ცრუ სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ.

სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლებს ბათუმში კვერცხები ესროლეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლებს ბათუმში კვერცხები ესროლეს - ვიდეო

„და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის" პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ყველა ახალი ამბავი
0