Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი მეზობელი იყო“ – უცნობი ფაქტები ანდრია ჯაღმაიძეზე, რასაც ნინო ნადირაძემ ახადა ფარდა

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა სინოდმა 31 ოქტომბერს მეუფე პეტრეს (ცაავა) მიტროპოლიტის წოდება ჩამოართვა, რადგან მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სპაატიარქოს პრეს-სამსახურის უფროსზე, მამა ანდრია ჯაღმაიძეზე უცნობ ფაქტებს აქვეყნებს.

პეტრე ცაავა - Sputnik საქართველო
მრევლის ემოციური დამშვიდობება მამა პეტრესთან – ყოფილმა მღვდელმთავარმა ცრემლები ვერ შეიკავა

აღმოჩნდა, რომ ანდრია ჯაღმაიძე, რომელსაც ერისკაცობაში ზვიადის სახელით იცნობდნენ, მისი მეზობელი იყო, მათემატიკოსისა და ფიზიკოსის შვილი. დამთავრებული აქვს კომაროვის მათემატიკური სკოლა და დღესაც მამისეულ სახლში ცხოვრობს.

„დღესაც დანჭყრეული მანქანით დადის, და როგორც დედაჩემი ამბობს, არანაირი ქონება არ შეუძენია. ხომ იცით, მეზობლებს არაფერი გამოეპარებათ. გარდაცვლილი მამაჩემიც მან აზიარა, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ. ეს ისე დავწერე, განსჯისთვის“, – წერს ნინო ნადირაძე.

ბოლო დღეებში ეკლესიაში მდგომარეობა დაიძაბა. წმინდა სინოდმა 31 ოქტომბერს მეუფე პეტრეს (ცაავა) მიტროპოლიტის წოდება ჩამოართვა, რადგან მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. 

დედა სიდონია - Sputnik საქართველო
„ყველას მხნეობა მისცეს უფალმა, ჩვენს პატრიარქსაც და მეუფე პეტრესაც“ – დედა სიდონია

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ის საჯარო აქტიურობას გააგრძელებს.

„იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო აქ საჯარო აქტიურობა. გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომა იყოს ღია, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში. რამეთუ მოვისმინე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო კომენტარები, ფაქტობრივად სიცრუის ტირაჟირება სინოდის წევრების მხრიდან. რათა საზოგადოება ასე დაბნეული არ იყოს და მღვდელმთავრებს როგორც ცრუპენტელა ადამიანებს არ აღიქვამდეს, მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კუთხით არის ჩემი ინიციატივა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „პირველი არხის“ ეთერში.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ხუთშაბათსვე ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0