თბილისში წინასაახალწლო სამზადისი იწყება – რამდენიმე უბანში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო სამზადისი
საახალწლო სამზადისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
ახალი ნაძვის ხე და დეკორაციები – თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

კერძოდ, 11 ნოემბრის 24:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზისხევში. ასევე დღეს, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე.

ქალაქის წინასაახალწლო მორთვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.

25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი". გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ–წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა. ღონისძიებების დიდი ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0