ახალი ნაძვის ხე და დეკორაციები – თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

© Sputnik / Seyran Baroyan ნაძვის ხე
ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერია იტალიური კომპანიისგან ახალი ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათების შეძენას გეგმავს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მუნიციპალური კომპანია "თბილსერვის ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო. სწორედ მისი მეშვეობით ექნება თბილისს ახალი, 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხე.

ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.

ყველა ახალი ამბავი
0