„სილქნეტი“ ინტერნეტში არალიცენზირებული ფილმების გავრცელების წინააღმდეგია

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა უყურებს კომპიუტერზე ფილმს „მარტო სახლში“
გოგონა უყურებს კომპიუტერზე ფილმს „მარტო სახლში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სილქნეტი“ ინტერნეტში არალეგალური კინოპროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანია „სილქნეტი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს თხოვნით, ინტერნეტში კინოპროდუქციის არალეგალურად გავრცელებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ჩვენ, ჩვენი ბიზნეს პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას. შემოგვიერთდით. შევქმნათ ისეთი ინტერნეტ სივრცე, სადაც მხოლოდ ლეგალური და ლიცენზირებული ფილმები გავრცელდება. ერთად დავიცვათ საავტორო უფლებები და ვუთხრათ არა არალეგალურ კონტენტს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო „ევრონიუსის“ დიდი მედიაოჯახის წევრი ხდება – პრეზიდენტი ცერემონიას დაესწრო

„სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მოქმედებენ ვებგვერდები, სადაც კინოპროდუქციის გავრცელება არალეგალურად მიმდინარეობს.

„აღნიშნულ საიტებს, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ფილმებზე არ აქვთ მოპოვებული კინოდისტრიბუციის უფლება, მაშინ როცა, ისეთი კომპანიები, როგორიც „სილქნეტია“, მილიონობით ლარს ხარჯავენ ექსკლუზიური კონტენტისა და ფილმების შესაძენად“, – აცხადებენ კომპანიაში.

„სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის.

კომპანიის ინფორმაციით, „სილქნეტი“ 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 41%  ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30%-ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომხმარებელთა 48% ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0