14:16 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ქათმის ფილე

„ბიუ-ბიუს" პროდუქციას ლუგარის ლაბორატორია შეამოწმებს

CC0 / Pixabay
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

სალმონელა არსებობს 2 ათასზე მეტი შტამის, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ორი ტიპის სალმონელაზე – Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი).

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. კომპანია „ჩირინამ" (ბრენდი „ბიუ-ბიუ") საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო მისი რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვაში დაადანაშაულა.

გუშინ სააგენტომ განაცხადა, რომ „ბიუ-ბიუს" პროდუქციაში სალმონელა აღმოჩნდა. შემოწმება მას შემდეგ ჩატარდა, რაც უწყებაში 21 ოქტომბერს შევიდა ინფორმაცია თბილისში მდებარე რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო" 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ.

„ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1,2 ათას ტონა ხორცს და, შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ უზრუნველვყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს", – ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, სალმონელა მხოლოდ ორი ადამიანის სხეულში აღმოჩნდა.

სალმონელა არსებობს 2 ათასზე მეტი შტამის, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ორი ტიპის სალმონელაზე – Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც კომპანია ქათმებს აცრებს უტარებს.

როგორც კომპანია „ჩირინა" აღნიშნავს, სალმონელის ტიპის დადგენის მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შემოწმება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში ჩატარდეს, მაგრამ სააგენტო არ დაელოდა შედეგებს და გააკეთა განცხადება, რომელიც „უსაფუძვლოდ ახდენს კომპანიის რეპუტაციის შელახვას".

მთავარი თემები