შსს ფილმის პრემიერაზე: სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

© photo: And Then We Danced / FBკადრი ფილმიდან "და ჩვენ ვიცეკვეთ"
კადრი ფილმიდან და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში თავდაპირველად მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კადრი ფილმიდან და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
„ქართული მარში" – ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე: მოხდება კინოთეატრების ბლოკირება

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოძრაობა „ქართული მარში" საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ჩვენების ჩაშლას გეგმავს. ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში თავდაპირველად მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

შსს-ს განცხადებით, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

„მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", – აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებენ და ორგანიზაციის მხარდამჭერები „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ კინოთეატრების ბლოკირებას".

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოებერს გამოვა

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0