09:47 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (165)
93 0 0

ქუთაისში „შმაქსაობა" ოპოზიციური პოლიტიკური პატია „გირჩის" მხარდამჭერმა დავით ჯიშკარიანმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე ორიგინალური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ მიერ დაარსებული კომპანია „შმაქსის" ავტომობილი დღეს უკვე ქუთაისშიც გამოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

„შმაქსი" მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეფორმის პროტესტის ნიშნად დაფუძნდა როგორც ტაქსის ალტერნატივა, სადაც მგზავრები იხდიან არა მგზავრობის საფასურს, არამედ მძღოლებისგან ლექციების მოსმენის ფასს. ამით ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა" გვერდი აუარა ახალ წესებს, რომლის მიხედვითაც თბილისში ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, ოთხკარიანი და მარცხენა საჭით.

კომპანია „შმაქსის" წესდებაში ნათქვამია, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა და ყველა მის მონაწილეს შეუძლია იმგზავროს ქალაქში ამოსაცნობი ნიშნებით და მგზავრები ქუჩაში აიყვანოს.

„ეს ქუთაისის მერიისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ თბილისის მერიის მსგავსად რეგულაციები არ შემოიღონ... მე მგზავრები კი არ გადამყავს, არამედ ადამიანებს თავისუფლებასა და ლიბერალიზმზე ლექციას ვუკითხავ. რა თქმა უნდა, ისინი ამაში გარკვეულ გასამრჯელოსაც იხდიან, თანხის რაოდენობა ლექციის სირთულიდან გამომდინარეობს და ლექტორსა და მსმენელს შორის მორიგების საგანია", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" „შმაქსის" მძღოლმა დავით ჯიშკარიანმა, რომელმაც ქუთაისში „შმაქსაობა"  საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

დავით ჯიშკარიანს იმედი აქვს, რომ მის მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ქუთაისში სულ უფრო მეტი „შმაქსისტი" იმოძრავებს.

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

 

თემები:
საქართველოს რეგიონები (165)

მთავარი თემები