Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიზა ქისტაური გაშიშვლდა - ტრანსგენდერმა ახალი ოპერაცია გაიკეთა?

© courtesy of Liza Kistauriლიზა ქისტაური
ლიზა ქისტაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქირურგიული ოპერაციების საშუალებით ქისტაური მამაკაცის სასქესო ორგანოს მოშორებასაც აპირებს, მანამდე კი მკერდის ოპერაცია გაიკეთა

ცნობილმა ქართველმა ტრანსგენდერმა ლიზა ქისტაურმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ლიზამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, კერძოდ, მკერდი გაიდიდა.

ქისტაურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მას წერენ, რომ ადრეც ლამაზი იყო და ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. „მაშინაც ლამაზი ვიყავი და ახლაც“, – წერს თავად ქისტაური ფოტოზე. ცოტა ხნის წინ ქისტაურმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტრუსებით პოზირებს.

21 წლის გიორგი ქისტაურმა სახელი გადაირქვა და უკვე დიდი ხანია ლიზა ქისტაური გახდა. ქისტაური რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, ანატომიურად ქალი არ არის, ქირურგიული ოპერაციების საშუალებით აპირებს ქალის მკერდი გაიკეთოს და მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშოროს. ლიზა ქისტაური წელიწადზე მეტია ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ის საქართველოდან გაიქცა, რადგან დღისით გარეთ გასვლის ეშინოდა.

ყველა ახალი ამბავი
0