ცნობილმა ქართველმა ტრანსგენდერმა ლიზა ქისტაურმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ლიზამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, კერძოდ, მკერდი გაიდიდა.
ქისტაურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მას წერენ, რომ ადრეც ლამაზი იყო და ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. „მაშინაც ლამაზი ვიყავი და ახლაც“, – წერს თავად ქისტაური ფოტოზე. ცოტა ხნის წინ ქისტაურმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტრუსებით პოზირებს.
21 წლის გიორგი ქისტაურმა სახელი გადაირქვა და უკვე დიდი ხანია ლიზა ქისტაური გახდა. ქისტაური რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, ანატომიურად ქალი არ არის, ქირურგიული ოპერაციების საშუალებით აპირებს ქალის მკერდი გაიკეთოს და მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშოროს. ლიზა ქისტაური წელიწადზე მეტია ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ის საქართველოდან გაიქცა, რადგან დღისით გარეთ გასვლის ეშინოდა.