10:52 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
ციხის გალავანი

გლდანის ციხის პატიმრებს იუსტიციის სამინისტროში დაასაქმებენ

© CC0 / Pixabay
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (122)
82 0 0

გლდანის ციხის პატიმრები სამოქალაქო აქტების ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანით დაკავდებიან.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გლდანის №8 ციხის ათი პატიმარი დაასაქმა, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 34 ყოფილი პატიმრის ბიზნეს-იდეას დააფინანსებს >>

პროექტი 1 ნოემბერს დაიწყება. მსჯავრდებულები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადაყვანით დაკავდებიან. მათ მომზადების კურსი უკვე გაიარეს. პატიმრების ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს.

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია–რესოციალიზაციაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, გლდანის საპყრობილეში უკვე გვაქვს ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შვიდი მსჯავრდებული სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. დღეს იწყება მეორე პროექტი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში და ის არის უპრეცედენტო, რადგან პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამოქალაქო აქტების ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანით 2014 წლიდან არის დაკავებული. ყოველწლიურად ელექტრონულ ბაზას მინიმუმ 1 მილიონი სამოქალაქო აქტი ემატება.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (122)

მთავარი თემები