ექიმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ

© courtesy of Mamuka Bakhtadzeსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც გაციებული იყო, პირველ ხანებში ექიმები გაუწევენ მეთვალყურეობას

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2 პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
მიქაელ ბოტკოველი: ილია მეორე არ აპირებს გადადგომას

ილია მეორე კვირას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკვირაო წირვას ვერ დაესწრო. როგორც ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, გართულების თავიდან აცილების მიზნით ის რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.

„თბილისშია, აქ არის, საპატრიარქოში. სავსებით მისაღები მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გაციების მერე ყველაფერი დალაგდა. მერე შეიძლება ანალიზიც ავიღოთ, მაინც ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება", - განაცხადა შარტავამ.

ილია მეორე 86 წლისაა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აკურთხეს, როდესაც 44 წლისა იყო.

ყველა ახალი ამბავი
0