09:47 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1286)
51 0 0

კომპანიის ცნობით, 29 ოქტომბრის 03:00 საათისთვის უკვე აღდგენილი იყო Pro-Service-ის ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია, ინციდენტის ძირითადი მიზეზი კი უკვე იდენტიფიცირებულია, ნათქვამია კომპანია Pro-Service-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ოქტომბერს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰაკერებმა, წინასწარი ინფორმაციით, ასობით ვებ-გვერდს შეუტიეს და დააზიანეს ტელეკომპანია „იმედისა" და „მაესტროს" სერვერები. ბევრ სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები").

კომპანია Pro-Service-ის ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია Pro-Service-ის მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია-ორგანიზაციების ვებ-გვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია Pro-Service-ის სერვერებზე განთავსებული ვებ-გვერდების დიდი ნაწილი.

„პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია პროსერვისმა, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე", -აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, 29 ოქტომბრის 03:00 საათზე უკვე აღდგენილი იყო Pro-Service-ის ჰოსტინგზე არსებული ყველა ვებ-გვერდი.

მათივე ცნობით, ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა, მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ქართულ ვებ-გვერდზე მასშტაბური კიბერშეტევა უცხოეთიდან განხორციელდა. შსს-ს მონაცემებით, თითოეულ ვებ-გვერდზე შეტევის სტილი იდენტურია. სამინისტრომ აღნიშნა, რომ დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. უწყება ახორციელებს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1286)

მთავარი თემები