მსოფლიო საოპერო მუსიკის ვარსკვლავები იმერეთის მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან

© photo: Nino Surguladze / FBნინო სურგულაძე
ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა გადაეცემა ფონდ „ნატვრის ხეს" და იმერეთში მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი (მეცო-სოპრანო) და საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის" დამფუძნებელი ნინო სურგულაძე 9 ნოემბერს ქუთაისელი მსმენელის წინაშე საქველმოქმედო კონცერტით წარდგება, ნათქვამია მომღერლის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სურგულაძე კონცერტს მიუძღვნის იმერეთის რეგიონის მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც სასწრაფოდ საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ფონდ „ნატვრის ხეს" გადაეცემა.

ერისიონი - Sputnik საქართველო
„ერისიონი" „სუხიშვილების" კვალდაკვალ - ანსამბლი საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადება

მუსიკალური საღამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. ქართველი მომღერლის გარდა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები, ნინო სურგულაძის მეგობრები და კოლეგები, მათ შორის იტალიელი ტენორი ანტონელო პალომბი და ბულგარელი მომღერალი ვესელინა კაცაროვა.

საქველმოქმედო საღამოს ცნობილი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია წაიყვანს. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.

სურგულაძის ფონდის ძირითადი ღონისძიებები აქამდე ყოველთვის თბილისში იმართებოდა. ახლა საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაობის გეოგრაფია გაფართოვდა.

საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე" 2014 წელს დაარსდა. მისი და ქართული საზოგადოების დახმარებისა და მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობის წყალობით დღემდე დაახლოებით 50 ბავშვის სიცოცხლეა გადარჩენილი.

ყველა ახალი ამბავი
0