23:12 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
ნინო ლომჯარია

სექს-სკანდალი საკრებულოში: ნინო ლომჯარია დაზარალებულ თამთა თოდაძეს შეხვდა

© photo: Ombudsman / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამანის უფლებები საქართველოში (24)
113 0 0

ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა  გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვას სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომელშიც თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ისნის მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი ფიგურირებს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაზარალებულ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა, იუწყება სახალხო დამცველის აპარატი.

დეპუტატის მიერ სავარაუდო ძალადობა – სახალხო დამცველი გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს >>

სახალხო დამცველმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.

პოლიცია თბილისის საკრებულოს დეპუტატის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანის მიერ მისი თანაშემწე ქალის მიმართ შესაძლო ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს „ძალადობა", „სექსუალური ხასიათის ქმედება" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება". ამ დროისათვის პოლიციამ გამოკითხა დაზარალებული ქალი და სხვა პირები და დანიშნა ექსპერტიზა.

თავად დეპუტატი კომენტარებს არ აკეთებს. ხოლო დაზარალებული თამთა თოდაძე ჰყვება, რომ დეპუტატი მასთან სექსუალურ კონტაქტს შეეცადა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან მას ურთიერთობაზე უარი უთხრა და მომხდარის ტელეფონზე გადაღებით დაემუქრა, ჯიშკარიანმა ის სცემა, ხოლო ტელეფონი დაუმტვრია.

ამ საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე.

სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა.

„საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა“- აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში..

აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში განაგრძნობს საქმის მონიტორინგს.

თემები:
ადამანის უფლებები საქართველოში (24)

მთავარი თემები