თბილისში მეფისდროინდელი ჟანდარმერიის არქივიდან უნიკალურ დოკუმენტებს გამოფენენ

გამოწერა
მასალები გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი დამნაშავეების შესახებ მოგითხრობთ

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდის დოკუმენტები საზოგადოებას გამოფენისა და ვებ-პროგრამის მეშვეობით პირველად წარედგინება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული არქივის განცხადებაში.

ზუბალაშვილების ოჯახური არქივი - Sputnik საქართველო
თბილისში ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა გაიხსნება

„ჟანდარმერია 1820-იან წლებში შექმნილი მეფის რუსეთის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია იყო. მის მიზანს სახელმწიფო და პოლიტიკური დანაშაულების გამოვლენა და მასთან ბრძოლა წარმოადგენდა. თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდი აერთიანებს1839-1917 წლებში ამ ორგანიზაციაში შექმნილ წერილობით დოკუმენტებს, მეთვალყურეობის მასალებს, საიდუმლო კორესპონდენციას და სხვა საინტერესო დოკუმენტებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ფონდში ასევე ინახება 1904-1917 წლებში პატიმრებზე შედგენილი ჟანდარმერიის ბარათები. ფოტოებთან ერთად, ბარათებმა შემოგვინახეს დაკავებულის თითის ანაბეჭდები, პირადი ინფორმაცია, ფიზიკური აღწერილობა და ინფორმაცია ბრალდების შესახებ. ჩვენამდე ასეთი 5413 ბარათია მოღწეული.

რაც შეეხება ჟანდარმერიის ფოტოკოლექციას, ის, ძირითადად, მინის ნეგატივებზეა შემონახული და მოიცავს 1904-1917 წლებში თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მიერ დაპატიმრებული ადამიანების ხუთი ათასამდე ფოტოს, რომელიც მათ დაკავებისას გადაუღეს.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისი გასულ საუკუნეში - თბილისელებს გამოფენაზე იწვევენ

საინტერესოა, რომ პატიმრებს შორის არიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, რომელთაც თავისი საქმიანობის გამო ჟანდარმერიასთან პრობლემები ექმნებოდათ. მასალებში შეხვდებით მიხეილ ჯავახიშვილის, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, რაჟდენ არსენიძის, ანა სოლოღაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, იოსებ იმედაშვილისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებს და ჟანდარმერიის ბარათებს.

„ეს ფოტოკოლექცია და ბარათები, გარდა მისი პირდაპირი შინაარსისა, მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, საუკუნის წინათ მცხოვრები ადამიანების ფიზიკურ მონაცემებზე, მათ ჩაცმულობასა და სოციალურ მდგომარეობაზე", - აღნიშნავენ ეროვნულ არქივში.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივი გეგმავს ჟანდარმერიის ფოტოებისა და ბარათების მდიდარი კოლექცია საზოგადოებას ვებ-პროგრამით წარუდგინოს. უჩვეულო გამოფენის გახსნა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2019 წლის ნოემბერში (ვაჟა-ფშაველას გამზირი, 1) იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0