01:21 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
სასწრაფო დახმარების ბრიგადა

თბილისში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ აუქმებენ

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (87)
229610

სიახლე ემსახურება იმას, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პაციენტთან მისვლა უფრო სწრაფად მოახერხონ

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში აღარ იარსებებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტონომიური ცენტრი, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი რეანომობილები გადაეცა >>

ცვლილებების თანახმად, რომელთა ავტორიც არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ გაერთიანდება ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან“.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია - ერთ ტერიტორიაზე ორი ერთნაირი სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. მაგალითად, როდესაც გამოძახება თბილისის შემოგარენს ეხება, ოპერატორებს უჭირთ ერთბაშად ორი ცენტრის გაკონტროლება იმ კუთხით, რომ პაციენტთან მანქანის გაგზავნა უახლოესი მდებარეობის პრინციპით მოხდეს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან მიერთება იძლევა საშუალებას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები ოპერატიულად“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ავტორების თვალსაზრისით, აღნიშნული ცვლილება პაციენტთან სასწრაფო დახმარების მისვლის ვადების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით როდესაც ეს გამოძახებები თბილისის შემოგარენს ეხება.

რეორგანიზაცია და ორი დაწესებულების შერწყმა 2020 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (87)

მთავარი თემები