გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი რეანომობილები გადაეცა

© FB / Zurab Pataradze სასწრაფო დახმარების ახალი ბრიგადები ბათუმში
სასწრაფო დახმარების ახალი ბრიგადები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი რეანომობილები მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 10 ახალი რეანომობილი გადასცა, იუწყება ცენტრის ვებგვერდი.

განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა.

ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რეანომობილები  ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრო მქაჩებით, საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

აღნიშნული რეანომობილები მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.  

განახლებული ავტოპარკი საქართველოში გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 


ყველა ახალი ამბავი
0