04:58 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1340)
13610

წყვილმა ერ­თმა­ნე­თი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გაიცნო ოთხი წლის წინ, იმ დროს გრიგოლი იტა­ლი­ა­ში ცხოვრობდა, სალომე სა­ქარ­თვე­ლო­ში

პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­კო­სი გრი­გოლ გე­გე­ლია და­ქორ­წინ­და. ის­ტო­რი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს. გრი­გოლ გე­გე­ლი­ას რჩე­უ­ლი სა­ლო­მე კან­დე­ლა­კია.

მისი თქმით, წყვილმა ერ­თმა­ნე­თი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გაიცნო ოთხი წლის წინ, იმ დროს თვითონ იტა­ლი­ა­ში ცხოვრობდა, სალომე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მქონ­და, რა მე­ლო­და რამ­დე­ნი­მე დღით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს. მაგ­რამ ერთ ლა­მაზ, წვი­მი­ან სა­ღა­მოს მივ­ხვდი, რო­გორ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. მას მერე სულ მიყ­ვარს. ერ­თად გა­ვი­ა­რეთ ათა­სი სი­გი­ჟე, სირ­თუ­ლე, გა­მოწ­ვე­ვა, მრა­ვა­ლი ლხი­ნი. არას­დროს, წა­მით არ დაგ­ვი­ხე­ვია უკან. ჩვე­ნი მედ­გა­რი სი­ჯი­უ­ტით ვებ­რძვით ხოლ­მე ჯერ ერ­თმა­ნეთს და მერე ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას. რა გა­და­რე­უ­ლე­ბიც ჩვენ ვართ, ასე­თი­ვე გა­და­რე­ულ ტემპში გა­მო­ვი­ა­რეთ გზა ნი­ქო­ზის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან თბი­ლი­სამ­დე, სა­დაც სა­კუ­თარ ხელ­მო­წე­რა­ზე ვაგ­ვი­ა­ნებ­დით და რომ არა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გენ­ლის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, ჯე­რაც არ გვექ­ნე­ბო­და ხელი მო­წე­რი­ლი. მაგ­რამ, ცხა­დია, ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ჩვენ ასე­თი ვართ და სხვაგ­ვა­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვმად­ლობ გან­გე­ბას ამ დიდი სა­ჩუქ­რის­თვის!“, - წერს გრი­გოლ გე­გე­ლია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1340)

მთავარი თემები