01:15 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
მშენებარე სახლი

თბილისს ძლიერი მიწისძვრა ემუქრება

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
702511

NASA-ს მონაცემებით, საქართველოში არის ორი კერა, სადაც შეიძლება მოხდეს ძლიერი მიწისძვრა

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ქართველ მეცნიერებს გადასცა უნიკალური მონაცემები, რომელთა თანახმად თბილისს ძლიერი მიწისძვრა ემუქრება. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში პროფესორმა ანზორ საკანდელიძემ ისაუბრა.

საკანდელიძემ „საქართველოს მშენებელთა ლიგის“ წარმომადგენლებთან - მერაბ კეკელიძესა და ნუგზარ შეყილაძესთან ერთად გამართა პრესკონფერენცია თემაზე „მიწისძვრები საქართველოში და მის საზღვრებთან – როგორ ავიცილოთ მსხვერპლი".

საუბრისას საკანდელიძემ აღნიშნა, რომ NASA-ს მონაცემებით, რომელიც ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებათა დოქტორ მანანა კაჭახიძეს გადაეცა, საქართველოში არსებობს ორი კერა, სადაც შეიძლება მოხდეს ძლიერი მიწისძვრა - ხუთი და მეტი ბალის სიმძლავრის. ერთ-ერთი კერა თბილისთან მდებარეობს, ამიტომ საჭიროა მუდმივი დაკვირვების და მონიტორინგის დაწესება.

Пресс-конференция на тему Землетрясения в Грузии и на ее границах – как избежать жертв
© Sputnik / STRINGER
პრესკონფერენცია თემაზე „მიწისძვრები საქართველოში და მის საზღვრებთან – როგორ ავიცილოთ მსხვერპლი".

„საქართველოში პროფესორ მანანა კაჭახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამეცნიერო ჯგუფმა უდიდეს წარმატებას მიაღწია მიწისძვრების პროგნოზირების პრობლემების გადაჭრის კუთხით. კაჭახიძეს 50 დღით ადრე შეუძლია 5 ბალზე ძლიერი მიწისძვრების პროგნოზირება“, - განაცხადა ანზორ საკანდელიძემ.

ხარაგაულში მიწისძვრა მოხდა >>

მისი თქმით, საქართველოს უფასოდ გადაეცა ელექტრომაგნიტური გამოსხივების უნიკალური აპარატი, რომელიც წინასწარ ახდენს ძლიერი მიწისძვრების პროგნოზირებას. საქართველო ასევე გახდა საერთაშორისო კონსორციუმის (INFREP) სრულუფლებიანი წევრი, რომლის წევრები არიან იაპონია, იტალია, რუსეთი, საბერძნეთი, ავსტრია, პორტუგალია, თურქეთი და კვიპროსი.

აპარატის ასამუშავებლად საჭიროა 700 ათასი ლარის დაფინანსება. მეცნიერებმა  პროექტის განხორციელებაში დახმარების თხოვნით ოფიციალური წერილები უკვე გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თბილისის მერს კახა კალაძეს, მაგრამ პასუხი არ მიიღეს.

მთავარი თემები