05:09 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1340)
223 0 0

ულამაზესმა ქართველმა მოდელმა ანა ახვლედიანმა საზოგადოებას თავი მშვენიერებითა და დახვეწილობით დაამახსოვრა

ანა ახვლედიანმა 2014 წელს მოდის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. გოგონა Dolce & Gabbana-ს კასტინგის რჩეული აღმოჩნდა.  ქართველი მოდელი 500 გოგონაში აარჩიეს და ფოტოებიც გადაუღეს, რომელიც იმავე წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მილანში, პირველ წარმატებამდე 18 წლის ანას სამოდელო სამყაროსთან არასოდეს ჰქონია შეხება. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ერთ თვეში ცნობილი ბრენდის ფავორიტი გახდა და ქართველი გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა.

ანა ახვლედიანს და გიგი ბერაიას ულამაზესი გოგონა - ევა ჰყავთ, რომელიც 1 წლის გახდა. წყვილმა „ინსტაგრამზე“ უამრავი მილოცვა მიიღო. ცხადია, მათ გოგონას ფოტოებიც გამოაქვეყნეს. პატარა ქალბატონი თავის დაბადების დღეზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და მშვენიერ ხასიათზე იყო.

ევა „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ბავშვია. ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ულამაზესია და როცა გაიზრდება, მოდელ დედიკოს სილამაზით არ ჩამორჩება.

„სილამაზის განსახიერებაა ეს ბავშვი“, „მსგავსი სილამაზე არ ვიცი“, „საუკეთესოები ხართ“ -ამბობენ გამომწერები.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1340)

მთავარი თემები