Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

უალამაზესი წყვილის ბავშვი 1 წლის გახდა - ფოტოები

© Photo: Ana Akhvlediani / FBანა ახვლედიანი და გიგი ბერაია შვილთან ერთად
ანა ახვლედიანი და გიგი ბერაია შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ულამაზესმა ქართველმა მოდელმა ანა ახვლედიანმა საზოგადოებას თავი მშვენიერებითა და დახვეწილობით დაამახსოვრა

ანა ახვლედიანმა 2014 წელს მოდის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. გოგონა Dolce & Gabbana-ს კასტინგის რჩეული აღმოჩნდა.  ქართველი მოდელი 500 გოგონაში აარჩიეს და ფოტოებიც გადაუღეს, რომელიც იმავე წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მილანში, პირველ წარმატებამდე 18 წლის ანას სამოდელო სამყაროსთან არასოდეს ჰქონია შეხება. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ერთ თვეში ცნობილი ბრენდის ფავორიტი გახდა და ქართველი გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა.

ანა ახვლედიანს და გიგი ბერაიას ულამაზესი გოგონა - ევა ჰყავთ, რომელიც 1 წლის გახდა. წყვილმა „ინსტაგრამზე“ უამრავი მილოცვა მიიღო. ცხადია, მათ გოგონას ფოტოებიც გამოაქვეყნეს. პატარა ქალბატონი თავის დაბადების დღეზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და მშვენიერ ხასიათზე იყო.

ევა „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ბავშვია. ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ულამაზესია და როცა გაიზრდება, მოდელ დედიკოს სილამაზით არ ჩამორჩება.

„სილამაზის განსახიერებაა ეს ბავშვი“, „მსგავსი სილამაზე არ ვიცი“, „საუკეთესოები ხართ“ -ამბობენ გამომწერები.

ყველა ახალი ამბავი
0