13:39 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
საცობი

ვითარება საქართველოს გზებზე: „დევდორაკის“ გვირაბი იკეტება

Sputnik / Ksenia Arabuli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (142)
99 0 0

ორი დღის განმავლობაში ავტომობილები შემოვლითი გზით ისარგებლებენ.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბი, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს, დღის საათებში დაიკეტება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვა 19 და 20 ოქტომბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში გვირაბი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიკეტება. დროის აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება „დევდორაკის“ საავტომობილი გვირაბის შემოვლით გზაზე.

დევდორაკის გვირაბი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 132-133 კმ მონაკვეთზე მდებარეობს. მისი მასშტაბური მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდა. გვირაბი, რომლის სიგრძე 2 კილომეტრამდეა, სავალი ნაწილის სიგანე კი 8,5 მეტრი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილზე აშენდა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ დარიალის ხეობაში გადაადგილება უფრო უსაფრთხო გახდა, რაც თავისთავად ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებას.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (142)

მთავარი თემები