19:29 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (184)
115 0 0

თბილისელმა მოსწავლეებმა გამოგონებაზე მუშაობა ოთხი თვის წინ დაიწყეს და ახლა გამარჯვების დიდი იმედი აქვთ.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა შექმნეს რობოტი „მზია", რომელსაც შეუძლია კალათბურთის თამაში, ნარჩენების შეგროვება და აღება. ახლა ნორჩ გამომგონებლებს „მზია" დუბაიში რობოტექნიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე Fist Global მიაქვთ.

ქართველი მოსწავლეები  NASA–ს კოსმოსურ ცენტრში და მათ მიერ შექმნილი რობოტი–ლაბორანტი>>

ქართველი სკოლის მოსწავლეები რობოტექნიკის ამ ფორუმში უკვე მესამე წელია, რაც მონაწილეობენ. გასულ წელს მათ Fist Global-ზე წარადგინეს რობოტი „ვანო", რომელიც პლანშეტით იმართებოდა. „ვანოს" შეეძლო ნივთების აკრეფა და ჩურჩხელის გაკეთებაც კი.

მაშინ ქართველი მოსწავლეების გამოგონებამ ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა და მთელი მსოფლიოდან თითქმის ორას მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

რობოტი „მზია" „ვანოს" გაუმჯობესებული ვარიანტია. თვითონ სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ თუ კონკურსზე პირველ ორ წელს მათ „მამაკაცი" რობოტი წაიღეს, ახლა გადაწყვიტეს თავიანთი გამოგონებისთვის „მზია" დაერქმიათ.

„მზიაზე" მოსწავლეები ოთხ თვეს მუშაობდნენ. რობოტის ავტორები 16-17 წლის, რობოტექნიკითა და ინჟინერიით სერიოზულად გატაცებული მოზარდები არიან: შალვა ბეგიაშვილი, იოანე კაპანაძე, სოფიო ჩიხლაძე, მაშიკო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ კილაძე და თეკლე ხმიადაშვილი.

წელს Fist Global დუბაიში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. მისი თემაა მსოფლიო ოკეანის დაბინძურება. სწორედ ამიტომ ქართულ რობოტს შეუძლია არა მხოლოდ სპორტს მისდიოს, არამედ ააგროვოს ნაგავი და ის ნარჩენების გადამამუშავებელ პუნქტამდეც კი მიიტანოს.

ქართველი მოსწავლეების გამოგონების დეტალური გაცნობა შესაძლებელია კონკურსის ვებ-გვერდზე. თავის პერსპექტიულ მიზნებზე გუნდი რეპის სტილის მუსიკალურ კომპოზიციაში Can we kick it? Yes, we can! Can we do it? Yes, we can! გვიყვება.

თემები:
განათლება საქართველოში (184)

მთავარი თემები