14:56 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი

ქართველი მოსწავლეები  NASA–ს კოსმოსურ ცენტრში და მათ მიერ შექმნილი რობოტი–ლაბორანტი

© photo: Millennium Innovations Award / FB
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
123810

ნინი ხუნძაყიშვილი და თამო მიქელაძე AIA GESS-ის მე–12 კლასის მოსწავლები არიან, ანი თეთრაშვილი კი მწვანე სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე. გოგონებმა ისეთი რობოტი–ლაბორანტი შექმნეს, რომელიც დამოუკიდებლად ატარებს ცდებს. მათ პროექტმა გამარჯვება მოუტანა და NASA –ს კოსმოსურ ცენტში გაემაგზავრნენ.

ნინი რაზმაძე

– რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ რობოტი ლაბორანტი?

ნინი ხუნძაყიშვილი: ყოველთვის გვაინტერესებდა მეცნიერება და ინჟინერია. როდესაც ჩვენს სკოლაში AIA GESS-ში STEM -აკადემია გაიხსნა, ჩვენც გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და გავწევრიანდით. აქ ვიყენებდით სხვადასხვა ვირტუალურ ლაბორატორიებს, რის შემდეგაც გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა რეალური დისტანციურად მართვადი ლაბორატორია. 

ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი
ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი

– ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთეთ?

ანი თეთრაშვილი: შესაქმნელად ექვსი თვე დაგვჭირდა. პროექტზე ვმუშაობდით ჩვენს მენტორთან - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ დავით სონღულაშვილთან ერთად. კომპონენტებს ზოგს აქვე ვყიდულობდით, ზოგს ვიწერდით ან 3D პრინტერზე ვბეჭდავდით.

– ახლა რა ეტაპზეა თქვენი პროექტი?

ნინი ხუნძაყიშვილი: ახლა იმდენად აქტიურად ვეღარ ვმუშაობთ პროექტზე, თუმცა, გვაქვს სამომავლო გეგმები და ვაპირებთ მის განვითარებას და დახვეწას. 

ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი
ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი

– მსოფლიო მაშტაბით არის მისი ანალოგი?

ნინი ხუნძაყიშვილი: რობოტ– ლაბორანტს ანალოგი არ აქვს. არსებობს ვირტუალური ლაბორატორიები, თუმცა,  რეალური დისტანციურად მართვადი ლაბორატორია არ არსებობს.

– რითია გამორჩეული თქვენი რობოტი?

თამო მიქელაძე: რობოტი–ლაბორანტი არის უნივერსალური და უნიკალური მოწყობილობა, ასე ვთქვათ, დისტანციური ლაბორატორია, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს ჩაატაროს ექსპერიმენტები. ექსპერიმენტული სწავლება აუცილებელია STEM–განათლების მისაღებად და ჩვენი რობოტის გამორჩეულობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას თავისი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად მიიღოს ცოდნა კვლევის გზით. 

ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი
ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი

– როგორ მუაშობს რობოტი–ლაბორანტი?

ანი თეთრაშვილი: რობოტი–ლაბორანტი დისტანციურად მართვადი მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად ჩავატაროთ ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო საგნებში. იგი განთავსებულია დახურულ ოთახში, თითოეულ რობოტს აქვს კამერა და განათება. მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერ დროს დამოუკიდებლად ჩაატაროს ცდა და თავისი ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში.

– ბაზარზე თუ აპირებთ მის ჩაშვებას?

ანი თეთრაშვილი: ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან პროექტს არ აქვს ჯერ დასრულებული სახე და მასზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ.

– საზოგადეობა დაინტერესდა თქვენი პროექტით?

თამო მიქელაძე: კი, გარშემო მყოფებს ძალიან მოსწონთ იდეა, რასაც ემსახურება რობოტი–ლაბორანტი, თუმცა, აქამდე არ ყოფილა განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერა, რაც აუცილებელია პროექტის განვითარებისთვის. 

ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი
ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი

– სახელი, ალბათ,  მარტივად შეარჩიეთ...

ანი თეთრაშვილი: პროექტის სახელშია არაფერია განსაკუთრებული, პროექტის სახელი ზუსტად აღწერს თავის ფუნქციას. ეს არის რობოტი, რომელიც ცდებს ატარებს ლაბორატორიაში.

– „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“  ინოვაციის კონკურსში (MIA) მიიღეთ მონაწილეობა და კონკურსის გამარჯვებულებიც გახდით. გივამბეთ ამის შესახებ...

ნინი ხუნძაყიშვილი: 2017-2018 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე გადასულ 12 პროექტს შორის დავიკავეთ პირველი ადგილი და გავემგზავრეთ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაზე. 

– რა მოგცათ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამამ?

ნინი ხუნძაყიშვილი: „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“  მოგვცა უნიკალური საშუალება, გავმგზავრებულიყავით NASA-ს  კოსმოსურ ცენტრში და მონაწილეობა მიგვეღო სასწავლო პროგრამაში, რომელიც ასტრონავტების მოსამზადებელი პროგრამის მსგავსია. დავათვალიერეთ გალერეები და მუზეუმები, რომლებიც ვიზიტორებისთვის დახურულია. პროგრამის ფარგლებში ვესაუბრეთ ასტრონავტ კენეტ კემერონსაც, რომელსაც NASA-ს   სამ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე გავიცანით ჩვენი თანატოლებიც, რომლებთანაც საერთო ინტერესები გვაერთიანებდა და საშუალება გვქონდა მათთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე გვემუშავა.

– სხვა პროექტზეც  ხომ არ მუშაობთ?

თამო მიქელაძე: ამჟამად ვფიქრობთ იმავე პროექტის განვითარების შესაძლებლობებზე. სხვა პროექტზე ჯერჯერობით არ ვმუშაობთ.  მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდები იწყება და შესაბამისად, გამოცდებზე ვართ კონცეტრირებული.

 

მთავარი თემები